საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია დიდ ყურადღებას უთმობს ახალ იდეებს. ჩვენ ვაფასებთ ჩვენი თანამშრომლების კრეატიულობას. ეს ის თვისებაა, რომელიც ხელს უწყობს კომპანიის სწრაფ განვითარებას. ჩვენ უპირატესობას ვანიჭებთ მუშაობის გუნდურ მეთოდს და ვთვლით, რომ თანამშრომლობით, ნდობით და ერთმანეთის მიმართ რწმენით ჩვენ სწრაფად მივაღწევთ დასახულ მიზნებს. საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის თანამშრომლებს ახასიათებთ პროფესიონალიზმი, პრინციპულობა და შეუდარებელი შრომისუნარიანობა.